26 აპრილი 2024,   19:07
ვრცლად
მოქალაქემ ევროკავშირში გამგზავრების შემთხვევაში PCR ტესტის პასუხი თვითმფრინავში ჩაჯდომამდე უნდა წარადგინოს - ევროკომისიის ინიციატივა

მსოფლიოში კოვიდინფიცირების შემთხვევებმა 100 მილიონს გადააჭარბა, პანდემიამ იმსხვერპლა ორი მილიონ 150 ათასი პაციენტი. ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 66 მილიონამდე ადამიანმა გაიკეთა.

ახალი ინფიცირების შემთხვევების შესამცირებლად ქვეყნების უმრავლესობა ლოქდაუნის თავიდან დაწესებას აანონსებს. ნიდერლანდების რამდენიმე ქალაქში კორონავირუსის გამო შემოღებული კომენდანტის საათით უკმაყოფილო მოქალაქეებმა არეულობა მოაწყვეს. სამართალდამცველებმა 151 ადამიანი დააკავეს. გამოიყენეს ცრემლსადენი აირი.

ამერსფორტში პოლიციას პიროტექნიკა დაუშინეს. ინფიცირებულთა რაოდენობის შესამცირებლად ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან ევროპაში ჩასული მოგზაურებისთვის რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს.

ევროკომისია გამოდის ინიციტივით, ყველა მოქალაქეს, რომელსაც ევროკავშირში ჩასვლა სურს, PCR ტესტის პასუხის წარდგენა თვითმფრინავში ჩაჯდომამდე მოუწიოს. ტესტი მოქალაქემ გამგზავრებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე უნდა გაიკეთოს. ამავდროულად მოქალაქეებს შეიძლება 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწიოთ. 

დღის ამბები