ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიმართოს სასწრაფოს, ან ოჯახის ექიმს, თუ კი დაავადება დამძიმების რისკებს შეიცავს.
თენგიზ ცერცვაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა ექიმს დაგვიანებით არ მიმართავს, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ნულამდე დავა.
"ჯობია შეცდომა დავუშვათ ზედმეტი სიფრთხილის თვალსაზრისით, ანუ ამ შემთხვევაში ჯობია ჰიპერდიაგნოსტიკა, ვიდრე ჰიპოდიაგნოსტიკა. პირველივე ეჭვების გაჩენისთანავე, რომ დაავადება შეიცავს დამძიმების რისკებს, აუცილებლად უნდა მიმართოს სასწრაფოს, ან ოჯახის ექიმს, ან შეიძლება პირდაპირ ჰოსპიტალს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ მაინც, თუ მოსახლეობა არ მიმართავს დაგვიანებით ექიმს, გარდაცვალების შემთხვევები დავა ერთეულამდე, ან ნულამდე," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.