პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და თეა წულუკიანს მოუწოდა, თავისი ნომერი გამოეცხადებინა, რათა საქართველოს მოსახლეობის პრობლემები პირადად მოესმინა.
იოსელიანმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის და ელისაშვილი პარლამენტში თავისი გადაწყვეტილებით შემოვიდნენ და არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც მათზე ზეგავლენას მოახდენდა.
"თუ რამე დავამტკიცეთ მთელი ამ დროის მანძილზე, დავამტკიცეთ ყველაზე მთავარი, არ არსებობს ძალა, არ არსებობს ადამიანი, არ არსებობს პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ჩვენზე გავლენა მოახდინოს.
ქალბატონო თეა, თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს. კარგი იქნება, თუ თქვენს ნომერს გამოაცხადებთ და ამით, მოისმენთ იმ ადამიანების წუხილს, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ,"-აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
აქვე შეგახსენებთ, პარლამენტმა დღევანდელ სესიაზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის გაუქმების საკითხი ჩააგდო.