17 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
თეა წულუკიანმა სანამ ჭკუის სწავლებას დაგვიწყებს, გაბედოს და თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნოს - ალეკო ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი და პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილის თქმით, უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა დღეს საკანონმდებლო ორგანოში სხვა პირის პირადი ტელეფონის ნომერი გამოაცხადა, რაც სულ მცირე არაკორექტული საქციელია.

გარდა ამისა, თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილმა წულუკიანს მოუწოდა, რომ საკუთარი ნომერი გამოაქვეყნოს.

"თეა წულუკიანს მოვუწოდებ, ვერ გაბედა დღეს მან თავისი ტელეფონის ნომრის გამოცხადება და სხვის ტელეფონის ნომრებს კი, ნუ აცხადებს, თან ეს პირადი მონაცემების გავრცელებაა, იურისტმა მაინც უნდა იცოდეს, ჩემგან არ უნდა ესწავლებოდეს. მე ისტორიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, არ ვარ იურისტი. სხვისი ნომერის გამოცხადება, სულ მცირე, არაკორექტული საქციელია და გაბედოს და თავისი ნომერი გამოაცხადოს. როგორც მე მექნება მთელი დღე თავის ტკივილი, უამრავ ადამიანს უნდა ვუპასუხო, ასევე, გაბედოს მან და სანამ ჭკუის სწავლებას დაგვიწყებს, მანამდე თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნოს," - განაცხადა ალეკო ელიაშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები