17 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
ახალი დეტალები ძველი კონსულტაციებიდან - რა გაახსენდა ზურაბ ჯაფარიძეს და გაამხილა თუ არა მან ოპოზიციის გეგმები

ახალი დეტალები ოპოზიციის ძველი კონსულტაციებიდან - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი, დიპკორპუსთან ერთად შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი, არ გეგმავდა პარლამენტში შესვლას.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადება დღეს ყველაზე მოულოდნელი მისი ყოფილი თანაგუნდელებისთვის აღმოჩნდა. პოლიტიკურ ცენტრ "გირჩში" ამბობენ, რომ ჯაფარიძის მხრიდან მათ მსგავსი ინფორმაცია მოლაპარაკებების პარალელურად არასდროს მოუსმენიათ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დეტალური განმარტება გააკეთოს.

ვინ არის ჯაფარიძის განცხადების უშუალო ადრესატი, ამაზე საუბარი დღეს სხვა ოპოზიციურ პარტიებში არ ისურვეს. ერთადერთი, ვინც შიდა საბოტაჟის მცდელობაში "ევროპული საქართველო" დაადანაშაულა, ალეკო ელისაშვილი იყო. კონკრეტული პერსონების დასახელებისგან თავი შეიკავეს გიორგი ვაშაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, თუმცა დაადასტურეს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი მსგავს სცენარს მართლაც განიხილავდა. ჯაფარიძის განცხადებაში საკუთარი თავი ამოიცნო "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

ელჩების ფასილიტაციით შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში რაიმე სახის ბოიკოტს გამორიცხავენ "ევროპულ საქართველოსა" და "ნაციონალურ მოძრაობაში." 

ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციის რეალური გეგმა გაამხილა - ასეთია მმართველი გუნდის წევრების შეფასება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ჯაფარიძის განცხადებამ ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის არსებობა დაადასტურა.

დღის ამბები