8 თებერვლიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი სრული მასშტაბით ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
"უნდა გვესმოდეს, რომ არაგონივრული, არა ფრთხილი სწრაფი შეზღუდვების მოხსნა, გაუქმება, არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების, ამიტომ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ის მიღწევები, რომელიც გვაქვს ინფექციის მართვის თვალსაზრისით, შევინარჩუნოთ. იმისთვის, რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო თამამად შევუწყოთ ხელი ეკონომიკას და ტურიზმს, რომ ამოქმედდეს უფრო ეფექტურად.
ამიტომ, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვთქვათ და შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, ცოტა უფრო სწრაფად განვახორციელოთ.
მსჯელობის შედეგად, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისში, რუსთავშიც და ქუთაისშიც. მეტრო და ავტობუსი და სამარშუტო ტაქსები," - განაცხადა გიორგი გახარიამ.