17 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება

განმეორებით პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, თანამედროვე მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადის ტარება და დისტანციის დაცვაა. 

"ჩვენ მივიღებთ გადაწვეტილებას, რომ როდესაც მაგალითად პირბადის ტარების დარღვევა, წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი ჯარიმა გაორმაგდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ უფრო ეფექტური პანდემიის წინააღმდეგ, ვიდრე პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდგომ უკვე ვაქცინაციაა, ვერ მოიგონა. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს წესები დავიცვათ ეფექტურად.

გარდა ამისა, დაწესებული წესების მიზანმიმართული დარღვევა ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, გარდა იმისა, რომ როგორც შედეგი, მოყვება უმკაცრესი დასჯა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და იმ დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით. გარდა ამისა, ვეღარ მიიღებენ მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ეს არის სრულიად სამართლიანი და ის ნაბიჯი, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული ჩვენი მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის დღვანდელ სხდომაზე.

დღის ამბები