17 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ორმაგად სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება, ერთი რომ ვიხსნებით 8-ში და მეორე, რომ ტრანსპორტიც იხსნება - "ლილო მოლის" გენერალური დირექტორი

"ლილო მოლის" გენერალური დირექტორი მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას 8 თებერვლიდან ბაზრობების გახსნასთან დაკავშირებით. როგორც გიორგი კვარაცხელია ამბობს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთავრობამ ტრანსპორტის გახსნის გადაწყვეტილებაც მიიღო. "ლილო მოლის" გენერალური დირექტორის განცხადებით, კოვიდუსაფრთხოებისთვის ყველა შესაბამისი რეგულაციების დაცვა განხორციელდება:

"ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამ თემაზე, ბევრი ვიკამათეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყოველი დღე და ორმაგად სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება. ერთი, რომ ვიხსნებით 8-ში და მეორე, რომ ტრანსპორტიც იხსნება, იმიტომ, რომ ჩვენთვის, როგორც ქალაქის განაპირას მყოფი სავაჭრო ცენტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტრანსპორტის გახსნა. ჩვენ რაც გვქონდა რეგულაციები, ვინარჩუნებთ იმას თავისი თერმოსკრინინგით, ხელების დეზინფექციით, პირბადის მოთხოვნით, ამას დაემატება თანამშრომლების 20%-ის გატესტვის საკითხი ყოველ 2 კვირაში ერთხელ,"- განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის კლების შესაბამისად გარკვეული შეზღუდვები იხსნება, კერძოდ 8 თებერვლიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი სრული მასშტაბით ამოქმედდება. ასევე, ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება ბაზრობები. 

დღის ამბები