17 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ჩვენ შევუერთდით და ვიზიარებთ - დავით ზილფიმიანი "მოქალაქეები"-"ქართული ოცნების" მემორანდუმზე

პარტია "ევროპელი სოციალისტების" წევრი პარლამენტის დეპუტატი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ის და მისი თანაგუნდელები, უერთდებიან და იზიარებენ იმ მემორანდუმს, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარტია "მოქალაქეებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის გაფორმდა:

"ჩვენ შევუერთდით ამას, შესაბამისად ვიზიარებთ, ეს არის საერთოდ უპირველესი და რატომ, ნებისმიერი სამომავლო გაყალბების მცდელობა ან გზა იქნება მოჭრილი," - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნებისა" და "მოქალაქეების" მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში ასახული პუნქტების კანონპროექტებად გარდაქმნაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს. ამ მემორანდუმის საფუძველზე "ქართულმა ოცნებამ" მასშტაბური საარჩევნო რეფორმა დააანონსა.

დღის ამბები