საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის პროგნოზი ამ ეტაპზე დამაიმედებელია. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ისინი კვლავ აკვირდებიან, რამდენად შენარჩუნდება ე.წ დადებითობის მაჩვენებელი.
"ჩვენი პროგნოზი ამ ეტაპზე დამაიმედებელია და სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, თუმცა როგორც ჩვენ პანდემიამ გვიჩვენა, არ შეიძლება რაიმე გრძელვადიანი გეგმა დასახო. ჩვენ ისევ ვაკვირდებით დღიური ინფიცირების მაჩვენებელს და ე.წ დადებითობის მაჩვენებელს. თუკი ეს მაჩვენებელი კვლავაც ავა 4%-ზე მაღლა, ჩვენ წინასწარ ვიტყვით სახელმწიფოს რა გეგმა ექნება,"- განაცხადა ნათია თურნავამ.