საარჩევნო რეფორმის მიზნით, პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. სპეციალური სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები, უმრავლესობიდან შალვა პაპუაშვილი, ხოლო ოპოზიციიდან პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი იქნებიან.
პროექტის დამტკიცების შემდეგ უნდა შეიცვალოს ცესკოს თავმჯდომარის არჩევისა და კომისიების დაკომპლექტების წესი, ელექტრონულად უნდა ჩატარდეს და შეიცვალოს პროპორციების თანაფარდობა თითმმართველობის არჩევნებისთვის. ოცნების დეპუტატები მზად არიან, 2024 წლიდან ბარიერი 0-3%-მდე დაწიონ.
მმართველი გუნდი პირობას დებს, რომ საარჩევნო რეფორმას ბოლომდე მიიყვანს.
საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში თვის ბოლომდე უნდა დაინიცირდეს, წინააღმდეგ შემთხევაში ალეკო ელისაშვილი თანაგუნდელთან ერთად დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის.