17 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყონებლივ გასათავისუფლებლად უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ - თეა ახვლედიანი

საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა უკანონო პატიმრები დაუყონებლივ დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.

ახვლედიანის თქმით, გახელაძის გასათავისუფლებლად ქვეყანა მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოიყენებს.

"გაიმართა სიღრმისეული მსჯელობა, სადაც ჩვენი კომპეტენციების მიხედვით წარმოვადგინეთ დღემდე განხორციელებული საქმიანობა, ინტენსიური ნაბიჯები, როგორც ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ასევე ვიმსჯელეთ სამომავლო ნაბიჯებზე. ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ იმ მიზნით, რომ საქართველოს ყოველი უკანონოდ დაკავებული მოქალაქე, რომელიც დღესდღეობით იმყოფება უკანონო პატიმრობაში დაუყონებლივ და უპირობოდ იყვნენ გათავისუფლებული," - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

გახელაძის უკანონო ტყვეობის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი.

"ყველა უწყება, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, თავისი მიმართულებით, მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და ასევე ყველა ფორუმის მაქსიმალურად გამოყენება იმისთვის, რომ ეს უკანონო დაკავება იყოს წამოწეული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებს შორის," - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები