ზაზა გახელაძის დაპატიმრებას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე მუჰამედ შაჰიდ ამინ ხანი ეხმაურება.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის თავმჯომარემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სოციალურ ქსელ ტვიტერზე უპასუხა და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მეტად უნდა გააქტიურდეს, რათა ზაზა გახელაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
"ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისია, ასევე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია უერთდება ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების თხოვნას. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ იმოქმედონ სწრაფად, რათა შეჩერდეს რუსეთის აგრესია, მიმართული ხალხის თავისუფლების წინააღმდეგ,"- წერს მუჰამედ შაჰიდ ამინ ხანი.