ზურაბ ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც პარლამენტის მიერ მანდატების გაუქმების თაობაზე საუბარი.
ჯაფარიძის თქმით, არაკონსტიტუციურია ადამიანის უძულებით შეყვანა პარლამენტში. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 39 მუხლს.
"დაახლოებით ორი თვე იქნება, რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება. რაზეც პარლამენტმა უარი მითხრა. ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი. მანდატთან ერთად, მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლებები, საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფროს კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო რომ ფორმალურად მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შენმდეგ კისისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერო არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდე, გინდა თუ არა, აქ იმუშაო,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.