19 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
კოვიდგადატანილი პაციენტების ვაქცინაცია 2-3 კვარტალში მოხდება - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვისაც კორონავირუსი ახალი გადატანილი აქვს, მათ ჯანდაცვის სისტემა ვაქცინაციას ამ ეტაპზე არ შესთავაზებს.

"ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვს, მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ, თუმცა ჩვენი პროტოკოლის თანახმად, პერიოდი დადასტურებიდან ვაქცინაციამდე უნდა იყოს სამი თვე. ანუ, ვისაც ახალი გადატანილი აქვს ვირუსი, მათ ვაქცინაციას არ შევთავაზებთ და მოუწევთ 2-3 კვარტალში ვაქცინაცია,"-აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები