"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ შეუძლებელია ქვეყანაში რევოლუცია მოხდეს მაშინ, თუ ხალხი კმაყოფილია.
თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ პირადად ის ელოდება, როდის მიაღწევს მოსახლეობის უკმაყოფილება პიკს და გავა ქუჩაში, რადგან სურს, მათ დაეხმაროს.
"მე ჩემს სიტყვებზე ყოველთვის ვაგებ პასუხს. "რევოლუცია მოვახდინოთ" არასდროს მითქვამს, იმიტომ, რომ რევოლუციას ოპოზიცია ვერასდროს ვერ გააკეთებს და მაძღარ და კმაყოფილ ხალხს ვერასდროს ვერ გამოიყვანს ქუჩაში. ხალხი ქუჩაში გამოჰყავს, ბოდიში და, კანონდამრღვევ, რეგვენ ხელისუფლებას. ხალხი, გამომდინარე ხელისუფლების აღვირახსნილებიდან, ახდენენ რევოლუციებს. სისულელეა, როგორ იტყვის ოპოზიცია რევოლუცია გავაკეთოთ, როგორ გააკეთებს, თუ ხალხი კმაყოფილია.
ეს პირადად ჩემი აზრია და არა "სტრატეგია აღმაშენებლის", მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და გიორგის აზრები 99%-ით ემთხვევა ერთმანეთს, არის რაღაც განსხვავებები. პირადად მე, თამარ ჩარკვიანი ველოდები, როდის გამოვა ეს ძალიან გაჭირვებული ხალხი ქუჩაში, რადგან რაღაცით მინდა ვუშველო. მე რევოლუციას კი არ ველოდები, ველოდები, რომ თუ ასე გაგრძელდება და არაფერს შეასრულებს ხელისუფლება, ვაქცინას არ შემოიტანენ, სოციალურს ვერ მიხედავენ, ეს უკმაყოფილება პიკს მიაღწევს.
დავდივართ რეგიონებში, ვაგრძელებთ მოსახლეობასთან კომუნიკაციას. სულ მეუბნებიან, რომ ის პერიოდი ოპოზიცია ჩუმად იყავითო. არა, არ ვიყავით ჩუმად, პიკში იყო კოვიდი და პლუს, მოუგვარებელი ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ რაღაც პასუხისმგებლობით მივუდექით ამ საკითხს,"-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.