17 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ამ ხელისუფალს ვერ იშორებ დემოკრატიული გზით, რომელიც 2 ვადით იყო, ვერ ვიშორებთ - თინა ბოკუჩავა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების მასშტაბის შემგუებლობა ოპოზიციას არ შეუძლია და ვადამდელი არჩევნების დასანიშნად, ხელისუფლების ოპონენტებს, ქუჩის პროტესტის გარდა ალტერნატივა არ რჩება.

"31 ოქტომბერს მივხვდით, რომ უმთავრესი პრობლემა, რის წინაშეც ახლა საზოგადოება დგას, არის გაყალბებული არჩევნები. ვერ ვიშორებთ ხელისუფალს, რომელმაც ჩამოაქცია ქვეყანა, შეცვალა საგარეო ვექტორი, რომლის პირობებშიც ქვეყანა დღითიდღე ღარიბდება. ამ ხელისუფალს ვერ იშორებ დემოკრატიული გზით, რაც მონიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციით, რომ გამოცვალოს ხელისუფალი, რომელიც  ორი ვადით იყო, ვერ ვიშორებთ. 

ამიტომ, ერთგვარი კატალიზირება უნდა მოხდეს ყველა ძალის პროტესტის, რაც ახლა საზოგადოებაშია და უნდა მიეცეს და მიემართოს ენერგია იქით, რომ მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები, მათ შორის, პროტესტის ძალით,  როდესაც ქვეყანაში სხვა ტრიბუნა აღარ გრჩება. მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც ოპოზიციაში ვიყავით, მაგრამ მაშინ რამდენი საგამოძიებო კომისიის ინიციატივა დაგვიყენებია და არასდროს იღებდნენ.

უამრავი საკანონმდებლო ინიციატივა, მათ შორის, ეკონომიკური რეფორმების და საგადასახადო წნეხის შემცირების და არასდროს იღებდნენ ჩვენს ინიციატივებს.

მაშინ, ასე თუ ისე, არჩევნების შედეგი რომელიც დაიდო, ზეწოლის და დაშინების მიუხედავად, ასახავდა საზოგადოების ნებას. ახლანდელი გაყალბების მასშტაბი ისეთი დიდია, რომ არ შეუძლია შემგუებლობა ოპოზიცის იმ ნაწილს, რომელიც საკუთარ თავს რეალურ ოპოზიციად აღიქვმს,"-აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა.

დღის ამბები