17 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
რევოლუციური სცენარი ვერ მოხდება, ვერ ეგუებიან, რომ ქართულ საზოგადოებას არ სურს ეს ჯგუფი ხელისუფლებაში - ანრი ოხანაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ეგუება ძალაუფლების დაკარგვას და ცდილობს, გავლენა მოახდინოს საკუთარ ამომრჩეველზე რევოლუციური სცენარის გასახორციელებლად.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის დაკვეთა არის არა რევოლუცია, არამედ ცივილური დებატები პარლამენტში.

"ამ პოლიტიკურ ჯგუფს, როგორიცაა, მაგალითად "ნაციონალური მოძრაობა", არ აქვს რესურსი, თუნდაც პატარა პოლიტიკურ პარტიებთან კომუნიკაციის, მისთვის არ არის არაფრის მომცემი პლურალიზმი, მას არ აინტერესებს პარლამენტში მრავალპარტიულობა. ან თვითონ, ან არავინ - ხელმძღვანელობს ამ დევიზით და გააგრძელოს ამ დევიზით საქმიანობა, თუ ამას საქმიანობა ჰქვია. ერთ წამოცდენას ჰქონდა ადგილი ქალბატონი თინას მხრიდან, რომ დემოკრატიული პროცესით ვერ მოვიშორეთ ხელისუფლებაო და მართალია, დემოკრატიული პროცესით საზოგადოებამ არჩევანი გააკეთა ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის.

რასაც ფიქრობენ, ის გამოააშკარავეს, რასაც მისი სხვა კოლეგები ღიად ამბობენ, რომ უნდა დავიწყოთ დაუმორჩილებლობა, თურმე ისინი უფრო მაღლა დგანან, ვიდრე საქართველოს კონსტიტუცია. თითქოს, მათი აზრი და მათი ჯგუფების აზრი გადამწყვეტია და უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველოში საზოგადოების აზრი, ეს არის რიტორიკა, რასაც ეს ჯგუფი არ ცვლის, ვერ შეიცვალა და ვერ გადააფასა, რას ახორცილებდნენ 2012 წლამდე და რა მდგომარეობაში არიან დღეს. ვერ ეგუებიან, რომ ქართულ საზოგადოებას არ სურს ეს ჯგუფი ხელისუფლებაში და, შესაბამისად, ცდილობენ, რომ სხვადასხვა სახელები დაარქვან და მცდელობა აქვთ, რომ დაუმორჩილებლობის პერფორმანსებითა და აქციებით მოახდინონ ზემოქმედება მათ ამომრჩეველზე, მაგრამ არ გამოუვათ, ეს წარსულია. არანაირი რევოლუციების დრო არ არის, რევოლუციური სცენარი ვერ მოხდება და ამისი მთავარი წყარო არის ქართველი ხალხი, რომელმაც არჩევანი გააკეთა მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის, ყველას მისცა ის მანდატი, რომელიც მათ ეკუთვნოდათ. დღეს ხალხის დაკვეთა არის პოლიტიკური პაექრობის გაგრძელება ცივილურად, პარლამენტში,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

დღის ამბები