17 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
მე არსად მივდივარ, ეს არის განახლება ცხელი პოლიტიკური სეზონისთვის - სერგი კაპანაძე პარტიაში ცვლილებებს ადასტურებს

პარტია "ევროპულ საქართველოში" სტრუქტურული რეორგანიზაცია მიმდინარეობს რასაც შესაძლოა საკადრო ცვლილებებიც მოჰყვეს. გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დავით ბაქრაძე პარტიას ტოვებს, "ევროპულ საქართველოში" ჯერ არ ადასტურებენ. თუმცა ამბობენ, რომ პარტიაში ცვლილებები მიმდინარეობს რაც, არა შიდა დაპირისპირებას, არამედ ცხელი პოლიტიკური სეზონისთვის მზადებას უკავშირდება. 

 "მე არსად არ მივდივარ. ძალიან მალე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული, როგორც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ისე კონკრეტულ პიროვნებებთან დაკავშირებით. ამის იდეა არის განახლება და წინ სიარული. აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება არ არის. ეს შიდა დაპირისპირების შედეგი არ არის, ეს არის შედეგი პარტიის ყველა ლიდერის სურვილისა, რომ პარტია წავიდეს წინ, მოხდეს განახლება და მოხდეს ახალი ენერგიით ცხელი პოლიტიკური სეზონისთვის მზადყოფნა,"- განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სერგი კაპანაძემ. 

პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგი წერეთელი კი აცხადებს, რომ გადალაგება და რესტრუქტურიზაცია, მით უმეტეს არჩევნების შემდეგ აუცილებელი საკითხია.

"ვნახეთ ჩვენ რომ პარტიის თავმჯდომარეები წავიდნენ. მე არ ვფიქრობ რომ ახლა დღის წესრიგში ეს არის ყველაზე მთავარი საკითხი, თუმცა ის რომ გადალაგება და რესტრუქტურიზაცია, მით უმეტეს არჩევნების შემდეგ, ეს არის აუცილებელი საკითხი,"- აღნიშნავს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგი წერეთელი.

დღის ამბები