ვახტანგ გომელაური აშშ-ის ელჩს შეხვდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა კელი დეგნანთან, სამინისტროში აშშ-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები განიხილა.
საუბარი, ასევე, შეეხო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ, კიბერდანაშაულსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.
ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის.