რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. პარმენ მარგველიძე მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, დეპუტატებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა წარუდგინა.
"ეს რეგიონი ჩემთვის არის კარგად ცნობილი, ვიცი რეგიონის სპეციფიკა, ვიცი გამოწვევები, პრობლემები, რაც ამ რეგიონს აქვს და ჩემი გამოცდილება და ის გუნდი, რომელიც მე ადგილზე მხვდება, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გაუმკლავდებით არსებულ გამოწვევებს," - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პარმენ მარგველიძემ.