"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ თუკი ხელისუფლება ნიკა მელიას დაკავებას გადაწყვეტს, ის ამ საქმეს გადაჰყვება.
ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მოვლენების განვითარებისამებრ გააგრძელებს ბრძოლას.
"რას იზამს "ნაციონალური მოძრაობა", "ნაციონალური მოძრაობა" იქნება აბსოლუტურად მართალი ამ ბრძოლაში, იქნება ბოლომდე თავგანწირული, ვიქნებით ბრძოლაში და როგორც განვითარდება მოვლენები, მზად ვიქნებით ყველაფრისთვის. თუ ისინი დააპირებენ, რომ დააკავონ ნიკა მელია, ისინი გადაჰყვებიან ამას, ჩემი ღრმა რწმენით. როგორ და რანაირად ვიბრძოლებთ - ვიფიქრებთ, ვიქნებით მზად. ყველაფერს გვაჩვენებს დრო. მე თუ მეკითხებით მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე ამ ქვეყანაში, სადაც გადაწყვეტილებებს იღებს ადამიანის მცირე ჯგუფი, ან ერთი ადამიანი, ქვეყანაში, სადაც პოლიტიკა არ კეთდება და ეს პოლიტიკა არის მაფიოზურ-კლანური, შეუძლებელია პოლიტიკა დაგეგმო თვეებით და წლებით წინ.
ჩვენი პოლიტიკა არის ის, რომ მიმდინარე საკითხებზე ვართ მართლები, გულწრფელები და ვართ ბოლომდე ბრძოლაში," - განაცხადა "დღის კურიერის" ეთერში ნიკა ობოლაძემ.