"ღამის კურიერის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავება "ქართულ ოცნებას" მძიმე ფასად დაუჯდება.
" ნიკა მელიას დაკავება ძალიან მძიმე ფასად დაუჯდება "ქართულ ოცნებას", ამაში ორი აზრი არ არის და თავადაც კარგად ხვდებიან. იმიტომაც არიან ახლა გამოსავლის ძიებაში, ამიტომ მუსირებდა გუშინ მთელი დღე, რომ გირაოს ვინმე გადაიხდის.
ეს იყო მათი ოცნება, დარწმუნებული ვარ, რომ მზად ყავდათ ასეთი ადამიანი, მაგრამ ჩვენ ეს სქემა გავშიფრეთ და ჩაუვარდათ ეს საქმე.
თუ გადაწყვიტეს ნიკა მელიას დაკავება, არავინ აპირებს რომ ტაშით შეეგებოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. უკანონობას რაღაც უნდა დაუპირისპირო არ შეიძლება თავჩაღუნულმა მისდიო რა გადაწყვეტილებას გამოგიტანს "ქართული ოცნება","-აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.