ამ წუთებში ოპოზიციური "ლეიბორისტების" ოფისში იკრიბებიან, სადაც შიდა კონსულტაციები განახლდება.
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ გააქტიურდნენ პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში არიან.
დღის წესრიგით მთავარი განსახილველი საკითხია ბრალდებული ნიკა მელია, რომლის პატიმრობამდე გზა ახლა უკვე პარლამენტზე გადის.