"გირჩის" განცხადებებსა და მათ მიერ ოპოზიციის შეხვედრის პროტესტის ნიშნად დატოვებას, ოპოზიცურ პარტიებში გამოეხმაურნენ.
ისინი ფიქრობენ, რომ გირჩის მიერ გადადგმული ნაბიჯები საერთო ოპოზიციურ სტრატეგიას არ შეესაბამება. და ამბობენ, რომ ამ პარტიასთან დაკავშირებით კომენტარებს აღარ გააკეთებენ.
"სრულიად აცდენილები არიან რეალობას. საერთოდ სხვა პოზიცია აქვთ. იაგოს გუშინდელი განცხადება იყო ყველანაირად მიუღებელი, არა მხოლოდ პოლიტიკურად არამედ ყველანაირ კონსტრუქციაში. მე ისევე, როგორც ელისაშვილზე, ასევე დავასრულე საუბარი იაგოზე და ვახოზე," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.
"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ თუ მას შანსი ექნება, ის იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელკიშვილზე მხოლოდ გასართობ გადაცემებში ისაუბრებს.