"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგი წერეთელი ყველა იმ დეპუტატს, რომლებიც ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხის კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას, მოუწოდებს, რომ ღილაკზე თითის დაჭერამდე კარგად დაფიქრდნენ.
გიგი წერეთელი მიმართავს დეპუტატებს, რომ გაიხსენონ ის მძიმე კადრები, როდესაც ნიკა მელიას იმუნიტეტს უხსნიდნენ.
გიგი წერეთელი იმედოვნებს, რომ პარლამენტში ნიკა მელიას საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.
"ხვალ არის მგონი ეს კენჭისყრა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ დეპუტატის განწყობას, სანამ მიაჭერენ ხელს პულტს, გაიხსენონ ის კადრები, როდესაც მელია იჯდა მარტო და მართლა ძალიან მძიმე და სამარცხვინო საყურებელი იყო თუ როგორ უხსნიდნენ მას იმუნიტეტს და ამის განმეორება კიდევ ერთხელ, რაღაცა გარკვეული კუნთების ჩვენება მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით შედეგს მოიტანს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება.
თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ კიდევ დარჩება რაღაც სივრცე იმისთვის, რომ გარკვეული მოლაპარაკებები შედგეს," - განაცხადა "დღის კურიერში" გიგი წერეთელმა.