მე-10 მოწვევის დეპუტაციიდან, წინასწარ ცნობილია, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტიდან პროკურატურის მოთხოვნას არ დაეთანხმებიან.
მათთვის ნებართვას უფრო მეტი დასაბუთება სჭირდება და არგუმენტი არ არის მხოლოდ ის, რომ ამას პროკურატურა ითხოვს.
"იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც მე ბევრი სტენტები ჩამიდგა, ვერაფრით დავუჭერ მხარს იმუნიტეტის მოხსნას. ისედაც არ დავუჭერ ამას მხარს. ამ ნაწილში მაინც უნდა ვიყოთ სოლიდარულები ოპოზიციონერები. მარტო ის, რომ ამას პროკურატურა ითხოვს, ეს ჩემთვის საკმარისი არ არის," - აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია ”ევროპელი სოციალისტების” პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით ზილფიმიანი.
ლევან იოსელიანი კი გეგმავს, რომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს დაასაბუთოს თუ რატომ არ უნდა შეუწყვიტონ ნიკა მელიას იმუნიტეტი.
"მე როდესაც მომეცემა სიტყვა ამ საკითხზე გამოვიდე პარლამენტში, შევეცდები დავასაბუთო, სამართლის ლოგიკის ფარგლებში რატომ იქნება სწორი რომ პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს," - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი.