უმრავლესობის ინიცირებული კანონპროექტით, ცესკო მხოლოდ ე.წ. პროფესიონალური ნიშნით დაკომპლექტდება - პარტიის წარმომადგენელს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ ექნება.
ამასთან, მმართველი გუნდი საარჩევნო ბიულეტენის ფოტო და ვიდეოგადაღებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების ინიციატივით გამოდის.
საკრებულოების შემადგენლობა პროპორციული სისტემით არჩეულ წევრთა სასარგებლოდ შეიძლება გაიზარდოს. ასევე, საარჩევნო ბარიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რეგიონების შემთხვევაში 4%-დან 3%-მდე მცირდება, ხოლო თბილისში 2.5%-იანი ბარიერი იმოქმედებს.
ეს სიახლე უკვე ასახულია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო ცვლილებებში.
უმრავლესობის პროექტით, "საარჩევნო კოდექსიდან" იმ ჩანაწერის ამოღება ხდება, რომელიც ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესში ძველი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლაზე აკეთებს აქცენტს.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიცირება 1 მარტამდე უნდა მოხდეს. პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შემდეგ შეხვედრას. კვირის ბოლოს, პარასკევს, გამართავს.