10 სექტემბერი 2026,   21:30
ვრცლად
ხულოში საჯარო სკოლა დაიწვა

ხულოში, სოფელ კალოთას საჯარო სკოლა სრულად დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი გაუმართავი ელექტროსადენები გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო ცისტერნა მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხის შენობაზე ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, არსებობდა მეზობელ სახლებზე გადასვლის საშიშროებაც, თუმცა მაშველებმა მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება.

ადგილზე გვიან ღამით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების მინისტრთან ერთად მივიდა. მათი თქმით მოსწავლეებისთვის ალტერნატიული დროებითი სივრცე იქნება გამოყოფილი, რათა სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს. სოფელ კალოთას სკოლაში სულ 14 მოსწავლე სწავლობს.

დღის ამბები