"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას მხარს დაუჭერს და არცერთი მხრიდან ზეწოლის არ შეეშინდება.
მისივე თქმით, "მოქალაქეები" დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტიაა და მხოლოდ საკუთარი პრინციპებით ხელმძღვანელობს.
"სადაც საჭიროდ ჩავთვლი, იქ გავალ და დავიცავ ნიკა მელიას, მე არც პარლამენტში დავბადებულვარ და არც პარლამენტში სიკვდილს არ ვაპირებ. როგორც საჭიროდ ჩავთვლი, ისე მოვიქცევი და როგორც ჩვენი პარტია გადაწყვეტს.
მინდა ყველამ კარგად გაითავისოს, ჩვენი პარტია კი ახლად ფეხადგმული პარტიაა, სულ ორად ორი დეპუტატი ვართ აქ, მაგრამ ჩვენ, პარტია "მოქალაქეები" ვართ დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტია, ჩვენ ვართ ჩვენი პრინციპების ერთგული პარტია, რაც მიგვაჩნია სწორად და მართებულად ჩვენი ქვეყნისთვის, იმას გავაკეთებთ ყოველთვის, არც აქედან ზეწოლის შეგვეშინდება, არც იქიდან და ეს, მგონი, ჩვენი ბიოგრაფიით დამტკიცებული გვაქვს,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.