17 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ძალიან დაამშვენებდა ნიკა მელია პარლამენტს, დაგვაკლდა ნამდვილად - ფრიდონ ინჯია

პარტია "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ ნიკა მელია პარლამენტს დააკლდა და ის "დაამშვენებდა საკანონმდებლო ორგანოს".

"პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის გადაწყვეტილებაა და მე არ მინდა, ამ შემთხვევაში, რამე შეფასება გავაკეთო.

ძალიან დაამშვენებდა პარლამენტს ნიკა მელია თავისი შემართებით. დაგვაკლდა ნამდვილად," - განაცხადა პარლამენტის წევრმა, პარტია "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.

ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პარლამენტი არ უნდა იყოს პროკურატურის გაგრძელება და მან დამოუკიდებელი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

"მე და ალეკო ელისაშვილმა იმიტომ არ დავუჭირეთ მხარი მელიას იმუნიტეტის მოხსნას, რომ მიგვაჩნია არ არსებობს დამატებითი არგუმენტი, რის გამოც ეს უნდა მომხდარიყო და ამისთვის მხარი უნდა დაგვეჭირა.

"ქართული ოცნების" დეპუტატი რომ  ყოფილიყო, მაინც ასე მოვიქცეოდი, იმიტომ რომ მიმაჩნია, ეს არ არის საკმარისი საფუძველი პროკურატურას ასე დაემორჩილო და კითხვებიც კი არ დაუსვა ამასთან დაკავშირებით. ეს შენობა, პარლამენტი არ არის პროკურატურის გაგრძელება. პარლამენტის არის ის ინსტიტუცია, რომელმაც ასეთ შემთხვევებში უნდა გამოავლინოს თავისი დამოუკიდებლობა. დღეს ეს პარლამენტმა ვერ შეძლო," - აღნიშნა პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა და "მოქალქეების" წევრმა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები