"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გამოცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში აფასებს.
"დღევანდელი დღე არ არის ნიკა მელიას დასასრული. ჩვენს თვალწინ იბადება ახალი ეროვნული მოძრაობა. სამწუხაროდ, იბადება ბრძოლით, შრომით, იბადება დაპირისპირებაში, მაგრამ იბადება იმიტომ რომ მთავარი რაც ამ ქვეყანას გამოარჩევს რეგიონის ყველა ქვეყნებიდან, ეს არის თავისუფალი ხალხის თავისუფლების სიყვარული. ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას, რაზეც ჩვენი ერთობლივი პასუხი არის სიტყვები ფსალმუნიდან: "ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ.“ მოვლენ, დავხვდებით. არც ნიკა და არც სხვა მათ არ დანებდება. ჩვენ ვიქნებით მტკიცე, გავუწვეთ პროპორციულ წინააღმდეგობას, იმიტომ რომ ჩვენს მხარეს არის სამართლიანობა. ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით სახელმწიფოდ მანამ, სანამ სამართლიანობა და სამართალი ერთმანეთს არის აცდენილი,“ -განაცხადა გიგი უგულავამ.