რა გზავნილია ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ისევ ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ამასთან დაკავშირებით "კურიერის" ეთერში "ევროპული საქართველოს" წევრმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ ის, ისევ პრემიერის მეზობელია.
"ჩემთვის არის გზავნილი, რომ მე ისევ პრემიერ-მინისტრის მეზობელი ვარ. მეზობელი საშინელია, ჩვენ რომ გვეგონა, რომ კომუნიკაციებს უბანს უკეთებდა თავის თავზე გადაიერთა და იმის მერე, არავის არაფერი აღარ აქვს. ცუდი პრემიერი იყო ის ერთხელ და ახლა იქნება უარესი, თავის თავზე უარესი. გზავნილი აქ არის ერთადერთი, ღარიბაშვილი იყო ამ პარტიაში ყველაზე შავბნელი ნაწილის იმედი და საყრდენი, პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნაწილიღა რჩება ივანიშვილს ამ პარტიაში და მისი დანიშვნით, შემოიმტკიცა ეს შემორჩენილი ნაწილი,"- განაცხადა გივი თარგამაძემ.