17 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას "ევროპელი სოციალისტების" მხარდაჭერა ექნება    

პარლამენტის წევრისა და პარტია "ევროპელი სოციალისტების" პოლიტიკური საბჭოს წევრის დავით ზილფიმიანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა გადაეფასებინა თავისი შესაძლო ქმედებები. სწორედ ამიტომ, დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მისი მხრიდან მხარდაჭერა ექნება. 

"თუ ჩვენ შევაფასებთ მის მოღვაწეობას 2012 წლის შემდეგ, ასევე იმას, რომ ღარიბაშვილი ახალგაზრდა და ენერგიული ადამიანია და დრო ჰქონდა კიდევ ერთხელ გადაეფასებინა თავისი შესაძლო ქმედებები იმ საკითხებზე, რომელიც ქვეყანას კიდევ უფრო წაადგება, ვფიქრობ და იმედს ვიტოვებ, რომ ეს საუკეთეო არჩევანი იქნებოდა. ჩვენ მას მხარს დავუჭერთ," - აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია "ევროპელი სოციალისტების" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით ზილფიმიანი.

მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშილი დაასახელა.
ახალი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი პარლამენტმა ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს. მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს ერთხელ უკვე იკავებდა 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე.  მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა.

დღის ამბები