17 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
გიორგი გახარია თვლიდა, რომ აღსრულების გადავადება პოლიტიკურად მიზანშეწონილი იყო - შალვა პაპუაშვილი 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღით გადავადება იყო ერთადერთი საკითხი, რის გამოც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.

მისი თქმით, უკვე ყოფილი პრემიერის აზრი იყო, არსებულ მდგომარეობაში, მიზანშეწონილი ხომ არ იყო ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, გადავადებულიყო გადაწყვეტილების აღსრულება რამდენიმე დღით.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რამდენიმედღიანი გადავადების გარდა, გიორგი გახარია სხვა ყველა საკითხს გუნდთან ერთად იზიარებდა.

"პრემიერ-მინისტრი საუბრობდა იმ შეუთანხმებელ პოზიციაზე, რომელიც შეეხება გადაწყვეტილებას, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო და პრემიერ-მინისტრი თვლიდა, რომ პოლიტიკურად მიზანშეწონილი იყო გადავადება რამდენიმე დღით. ეს იყო ერთადერთი საკითხი.

ამ საკითხის გარშემო, არა თუ იზიარებდა პრემიერი გახარია საერთო გადაწყვეტილებას, ის იყო ერთ-ერთი ვინც ამ გადაწყვეტილებებს ასაბუთებდა, რომ პარლამენტს უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება და ა.შ.

შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ის პრემიერი-მინისტრი, რომლის ხელმოწერაც აქვს საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს და ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც 2024 წელს ხელს მოაწერს საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე,“ - განაცხადა შალვა პუპუაშვილმა.

 

დღის ამბები