17 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
გახარიას ჩამოშორებით ეს პარტია დარჩა აბსოლუტურად არალეგიტიმური - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" პარტია გიორგი გახარიას ჩამოშორებით აბსოლუტურად არალეგიტიმური დარჩა. 

"გახარიას ჩამოშორებით, ფაქტობრივად, ეს პარტია დარჩა აბსოლუტურად არალეგიტიმური. ღარიბაშვილი, დამერწნუნეთ და კობახიძე, არავის არ აურჩევია, შესაბამისად ამან გახსნა გზა. როდესაც შენ ხარ ძალიან სუსტი, უნდა გეყოს იმის გონება, რომ ცოტა შეიკავო საკუთარი ამბიციები, მაგრამ ნუ, ეს ადამიანები ახლა აფექტში არიან ხო?! მათი მთავარი ამოცანაა, რომ თავისი შინაგანი სისუსტე გადაფარონ ამ ვითომ მაგარი ბიჭის თამაშით. რაღაც პერიოდი გააგრძელებენ ამ მაგარბიჭობანას თამაშს, წაიტეხენ კისერს და ამით დამთავრდება ყველაფერი," - განაცხადა "დღის კურიერის" ეთერში გია ხუხაშვილმა.

დღის ამბები