17 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
"მზად ვართ, შუამავლობაც შემოგთავაზოთ, თუმცა დიალოგისთვის საჭიროა პარტნიორი, პარტნიორი კი ციხეში ვერ იჯდება" - ჟიგიმანტას პავილიონისი

საქართველოში ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჩამოვიდა. ჟიგიმანტას პავილიონისი ოპოზიციონერ ლიდერებსა და მთავრობის წევრებს ხვდება. მან მედიასთან საუბრისას ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ და კრიზისის განმუხტვისკენ მოუწოდა, რაც მისი თქმით, ერთადერთი გზაა რომელიც ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაეხმარება.

ის, რომ ლიეტუვიდან ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა დელეგაცია ეწვეოდა, - ორი დღის წინ, "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, თავად ლიეტუვის ელჩმა განაცხადა. 

"მე შევხვდი ნიკა მელიას, ვხვდები ოპოზიციურ ლიდერებსა და მთავრობის წარმომადგენლებს. ერთს ვიტყვი, ლიეტუველები საქართველოს კარგი და ძველი მეგობრები ვართ, არასდროს დაგვიტოვებია თქვენი ქვეყანა უმძიმეს წუთებშიც კი და მზად ვართ, ჩვენი შუამავლობაც შემოგთავაზოთ, თუმცა დიალოგისთვის საჭიროა პარტნიორი, პარტნიორი კი ციხეში ვერ იჯდება.

იმედი გვაქვს, რომ მოწოდებები ნიკა მელიას თაობაზე პოზიტიურად იქნება მიღებული და გვექნება შესაძლებლობა, ვუშუამდგომლოთ მთავრობასა და ოპოზიციას. ვფიქრობ, საქართველომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს, რადგან აქ არის ამგვარი გამოსავალი, რომ საქართველო წავა ლიეტუვას გზით, ან გახდება ბელარუსი. თუ იგი ლიეტუვას გზით წავა, ვხედავ დიდ შანსს, რომ იგი გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, თუმცა, როდესაც ჩვენ ვუერთდებოდით ამ ორგანიზაციებს, მემარჯვენეები თუ მემარცხენეები ერთად ვმუშაობდით, არასდროს დაგვიპატიმრებია ვინმე.

თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდა, თუ პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლა, ეს საქართველოს შანსებს, უბრალოდ, მოკლავს.

არიან ქვეყნები, ვინც წარმატებას მიაღწევენ, იქნება ეს უკრაინა თუ მოლდოვა, როგორც ესტონეთი, ვინც ერთადერთი იყო ვინც 97 წელს მიიპატიჟეს ევროკავშირში, ჩვენ ლიეტუვამ და ლატვიამ ეს 99-ში შევძელით, მხოლოდ საუკეთესო შეძლებს გაწევრიანებას. ეს თქვენი არჩევანია, - იყოთ საუკეთესო და ლიდერი ამ პროცესში, თუ გსურთ იყოთ შიდა თუ გარე შეტევების მსხვერპლი.

თქვენ დარჩებით რეგიონის სხვადასხვა ძალასთან ერთად, ვინც თქვენ ნაწილებად დაგყოფთ. თქვენ უკვე იტანჯეთ ომით, მართლა გსურთ ამ სტატუს-კვოში ცხოვრება, რომელსაც არაფერი მოაქვს? ჩვენ საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, ან უერთდები ნატოს და ევროკავშირს, ან კვდები. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ, ამიტომ ესაუბრეთ ერთმანეთს, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, გამოუშვით პოლიტპატიმრები, შეწყვიტეთ სასამართლო საქმეების წარმოება რაც ხელს უშლის დიალოგის შენებას და დაიწყეთ ხიდების მშენებლობა მომავლისთვის. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, ვიმედოვნებ, რომ ნიკა მელიას პოზიტიურად იქნება მიღებული და დიალოგში პარტნიორები გვეყოლება, ჩვენ მზად ვართ რომ ამ პროცესში დახმარება გაგიწიოთ, შესაძლოა თბილისში ჩამოვიდეს ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, ან პრეზიდენტიც, თუმცა ჩვენ ჩამოვალთ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება დიალოგი და არა კონფლიქტი ქვეყანაში. თუ გსურთ ლიეტუვას გზით სვლა, გთხოვთ აღადგინეთ დიალოგი, ერთობა არის მთავარი წინაპირობა რომ გახდეთ ნატოს წევრი" - ამბობს ჟიგიმანტას პავილიონისი.

დღის ამბები