17 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
მაქსიმალური ძალისხმევა მივმართეთ, რომ ზაზა გახელაძის საკითხი ყველა საერთაშორისო ფორმატში იყოს განხილული - დავით ზალკალიანი

პარლამენტში მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მოუსმინეს. ცოტა ხნის წინ დასრულდა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, დავით ზალკალიანი პასუხობდა დეპუტატების კითხვებს.

ზალკალიანმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც მოხდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ისტორიული გადაწყვეტილების მიღება. დღეს უკვე გვაქვს სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც ცალსახად აღიარებს, რომ ეს ტერიტორია არის ოკუპირებული.

ყველაზე მძიმე ფაქტი, რასაც ჩვენ ბოლოს წავაწყდით იყო ჩვენი  მოქალაქის ზაზა გახელაძის უსამართლო დაკავება და იმ არაკონიერი სასამართლოს მიერ მისთვის 12-წლიანი თავისუფლების აღკვეთა.

მაქსიმალური ძალისხმევა მივმართეთ, რომ ეს საკითხი, რაც შეიძლება მაღლა, ყველა საერთაშორისო ფორმატში იყოს განხილული," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები