17 ნოემბერი 2024,   10:16
ვრცლად
მე ისევ იმედიანად ვარ, რომ მოლაპარაკებას თავისი რესურსი აქვს - დავით სერგეენკო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო იმედოვნებს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების რესურსი არსებობს.

მისი შეფასებით, ის, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები არ გაუუქმა, სწორედ მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზაობაზე მეტყველებს. 

"ერთადერთი გზა არის სახელმწიფო ინსტიტუციების გამართულად მუშაობა და არა დაპირისპირება და რაღაც კონფრონტაცია. ასე რომ, მე ისევ იმედიანად ვარ, რომ მოლაპარაკებას თავისი რესურსი აქვს.

რაც შეეხება იმას, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ამისთვის, მე რაშიც ჩართული ვიყავი, იმაზე შემიძლია გაგცეთ პასუხი, რომ უარი ვთქვით დეპუტატის მანდატების გაუქმებაზე ერთი შემთხვევის გარდა, რაც, მოგეხსენებათ, სხვა მიზეზით იყო გამოწვეული,"- განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები