საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა და საელჩოს მეორე მდივანი შარუნე კუბილიუტე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრისას არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებზე ისაუბრებენ და ერთმანეთს აქტუალურ პოლიტიკურ ვითარებაზე ხედვას გაუზიარებენ.