19 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ხარისხიან ვაქცინას, რომელიც იქნება მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო - ეკატერინე ტიკარაძე

პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო თანამშრომლობდა მხოლოდ ოფიციალურ არხებთან, რათა მოქალაქეებს მიეღოთ ხარისხიანი და უსაფრთხო ვაქცინა.

"ჩვენი მოქმედებების ნაყოფიერი შედეგია ის ფაქტი, რომ უახლოეს დღეებში სახელმწიფო პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღს – ვაქცინებს ელის.

არაერთხელ გამოითქვა უკმაყოფილება საქართველოში ვაქცინების შემოსვლის ვადებთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვაქცინების შერჩევა იყო ხანგრძლივი პროცესი, რამდენადაც ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა მხოლოდ ოფიციალური არხებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების მიღება. ვაქცინების შეძენისთვის დაგვჭირდა გარკვეული დრო, თუმცა, ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ხარისხიან ვაქცინას, რომელიც იქნება მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები