საქართველოს კონსტიტუცია საუკუნეს ითვლის. ასი წლის იუბილეს დღეს საქართველოს პარტნიორები ულოცავდნენ. იხსენებდნენ ისტორიას და მთავარს, იმას, რომ ეს იყო კონსტიტუცია, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნის წინ უსწრებდა დროს.
100 წლის წინ საქართველოს უკვე ჰქონდა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც ყველაზე მაღლა აყენებდა დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, ადამიანის უფლებებს, კანონს, ძირითად თავისუფლებას, მათ შორის სიტყვის, შეკრების, ეროვნული უმცირესობების უფლებებს. რომელმაც დანერგა არჩევნების პროპორციული სისტემის პირობებში საყოველთაო საარჩევნო უფლება, რომლითაც ქალები და მამაკაცები თანაბრად სარგებლობდნენ.
დღეს ქვეყანაში ქვეყნის პარლამენტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალი დაესწრო.