17 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს პროვოკაცია და დაიწყოს მოლაპარაკება კრიზისის მშვიდობიანად მოსაგვარებლად - ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი 

ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლმა საქართველოში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, მოეწყო რეიდი "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისზე, დაეკავებინა მისი ლიდერი ნიკა მელია და პარტიის აქტივისტები, არის ღრმად შემაშფოთებელი.

საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისა და სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების განსახორციელებლად გამოყენება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დარჩენილ დემოკრატიულ გარემოს და საქართველოს გზას ევროატლანტიკურ სივრცესთან დასაახლოებლად.

ჩვენ მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა პოლიტპტიმარი, მათ შორის ნიკა მელია და გიორგი რურუა. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს პროვოკაცია და დაიწყოს მოლაპარაკება კრიზისის მშვიდობიანად მოსაგვარებლად,"- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

დღის ამბები