17 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
შეშფოთებულები ვართ ნიკა მელიას დაკავებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავი აარიდონ ესკალაციას​ და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს - ჯო ბაიდენის მრჩეველი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ტვიტერზე ეხმაურება. ჯეიკ სალივანი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ტვიტს აზიარებს და მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს, რომ ესკალაციას თავი აარიდონ და მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ:

"როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, შეშფოთებულები ვართ საქართველოში ნიკა მელიას დაკავებით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი აარიდონ ესკალაციას და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად," - წერს ჯეიკ სალივანი Twitter-ზე.

დღის ამბები