17 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია - ნიკოლოზ სამხარაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საერთაშორისო გამოხმაურებები, რაც ოპოზიციური პარტიის ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა, მოსალოდნელი იყო.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მომავალში მსგავსი მოვლენების და კრიტიკის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგი.

"საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი აღმოჩნდა ციხეში და ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველა ქვეყანაში იქნება შეშფოთების საფუძველი. თუმცა, უნდა ხაზი გავუსვათ ერთ რამეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვა განვითარებულ ქვეყნებში ასე არ იქცევიან, როგორც საქართველოში. ამიტომ, ეს კრიტიკა იყო მოსალოდნელი. ეს კრიტიკა, პრინციპში, ჩვენთვის ნაწილობრივ მისაღებიც შეიძლება იყოს, თუმცა ეს კრიტიკა მომავალში რომ არ იყოს და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ასე რომ არ იქცეოდნენ და კანონს ასე უხეშად და თავხედურად არ იწვევდნენ საზოგადოებას და სახელმწიფოს, ამისთვის, საჭიროა დიალოგი," - განაცხადა  ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები