17 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელი - აშშ-ს საელჩო ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება

საქართველოში ამერიკის საელჩო ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას განცხადებით ეხმაურება, სადაც წერია, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელი.

"აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები