17 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ვგმობ ყოველგვარ ძალადობას მით უფრო მედიის წარმომადგენლების მიმართ, პასუხი იქნება ადეკვატური - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ ძალადობას გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი გმობს ყოველგვარი ძალადობას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება ადეკვატური.

"მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს,"-აღნიშნა პრემიერ მინისტრმა. 

დღის ამბები