26 აპრილი 2024,   07:55
ვრცლად
ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმაში დაკავებულ პირებს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

ჯგუფური ძალადობის ბრალდებას ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმაში დადანაშაულებულ პირებს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ, რის შემდეგაც სასმართლომ უკვე აღმკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. ბრალდება პატიმრობას ითხოვს.

სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

"მიუხედავად იმისა, რომ სამაშველოც იქ იყო, საპატრულოც იქ იყო, სულ ბოლოსაც კი, ვიდრე წაიყვანდნენ და დააკავებდნენ ამ ადამიანებს, კიდევ განაგრძობდნენ თავიანთ მუქარას.

ეს ითვალისწინებს ამ მდგომარეობით 3 წლამდე პატიმრობას. მე, რა თქმა უნდა, გავივლი კონსულტაციებს ადვოკატებთან, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ჩვენ ვითხოვთ პატიმრობას. არა მხოლოდ ფიზიკურ ძალადობაზეა ლაპარაკი, არამედ მორალურზეც," - განაცხადა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ.

შემთხვევა ორი დღის წინ გვიან ღამით, წყნეთის ქუჩაზე, მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა. სამივე მოძალადე პოლიციამ ადგილზე დააკავა.

თავდასხმის ფაქტს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა ოპოზიცია და პასუხიმგებლობა მმართველ პარტიას დააკისრა. მომხდარი დაგმეს მმართველ გუნდშიც.

დღის ამბები