დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, "ასტრაზენეკას" პირველი დოზები საქართველოში ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოვა. თუმცა, მისივე განცხადებით, რა დოზებზეა კონკრეტულად საუბარი, ჯერ დაზუსტებული არ არის.
"ასტრაზენეკას" ქვეყანაში შემოსატანად ხელს არაფერი გვიშლის, ის შემოვა ჩვენთან. ამ შემთხვევაში, ყველა მხარე უკვე გამართულია და "ასტრაზენეკას" პირველი დოზები ორი-სამი კვირის განმავლობაში უნდა შემოვიდეს. ამ კვირაში, ჩვენ ვასრულებთ თანხის გადარიცხვას "იუნისეფისთვის", რომ პირველი დოზები მოგვაწოდოს. რამდენი იქნება პირველი დოზა, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის. გეგმის მიხედვით, პირველ რიგში მიღებული დოზებით სამედიცინო პერსონალი აიცრება," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.