საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს მხარეებს შორის დიალოგის გასაგრძელებლად მზაობა აქვს.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.
"მინდა გამოვეხმაურო ამ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება ჩემსა და ოპოზიციას შორის შეხვედრას. მე ვარ მზად ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო მონაწილეობა. მე მინდა ჩემი გუნდის სახელით მზაობა დავადასტურო, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას დეესკალაციისთვის გადადგმული. მე მინდა მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის პრეზიდენტს, ჩვენ მზად ვართ დიალოგის მაგიდასთან დავსხდეთ. ჩვენ არასოდეს გვითქვამს დიალოგზე უარი, ეს უნდა იყოს მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს და არა დაგვყოფს. ჩვენ, ყოველგვარი პირობის გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.